
26მაი,2022
აკადემიური პერსონალის მობილობა კრაკოვის პონტიფიკურ უნივერსიტეტში
2022 წლის 16- 20 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ლექტორი, ირაკლი ჯავახიშვილი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სტუმრობა კრაკოვის პონტიფიკურ უნივერსიტეტს, სადაც ლექციები ჩაატარა მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სხვადასხვა ეკლესიის სოციალური სწავლების მიმართულებით“.
„მობილობის განმავლობაში კრაკოვის უნივერსიტეტში ჩავატარე ლექციები კათოლიკე ეკლესიის სოციალური სწავლების თემატიკაზე, განსაკუთრებით საინტერესო იყო სხვადასხვა კულტურის/ქვეყნის (პოლონეთი, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ალბანეთი) წარმომადგენელ სტუდენტებთან შეხვედრა და დისკუსია. ამან კარგად აჩვენა სხვადასხვა კულტურიდან და საზოგადოებიდან გამომდინარე განსხვავებული შეხედულებები კონკრეტულ თემებზე. მობილობის შედეგად, გავხდი აქტიური მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის დისკუსიებისა, რის შედეგადაც კიდევ უფრო ნაცნობი და სასურველი გახდა მულტიკულტურულ გარემოში საქმიანობა“ - ირაკლი ჯავახიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ჯავახიშვილი ასევე შეხვდა მასპინძელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებისა და ფილოსოფიის ფაკულტეტის წარმომადგენლებს.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი კრაკოვის პონტიფიკურ უნივერსიტეტთან 2018 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში.