
22სექ,2023
Comparative Research Platform პროექტის წარდგენა საბაუნიში
22 სექტემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში Comparative Research Platform პროექტის წარდგენა მოეწყო.
პროექტის წარდგენაში მონაწილეობა საბაუნის სამართლის ფაკულტეტის პროფესორებმა დიმიტრი გეგენავამ, გიორგი გორაძემ, უშანგი ბახტაძემ და სიმონ ტაკაშვილმა მიიღეს
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ პროექტის ორგანიზატორი პოლონეთის იუსტიციის სამინისტროს კვლევითი ინსტიტუტია.
პროექტი 2023 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში საერთაშორისო კონფერენციით დასრულდება, ხოლო მომავალ წელს გამოიცემა კვლევის შედეგები.
აღნიშნულ პროექტში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 7 ქვეყანაა ჩართული, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, სლოვენია, საქართველო, რუმინეთი, ხორვატია და უკრაინა. პროექტს აქვს 4 მიმართულება:
- კონსტიტუციის ცვლილების პროცესი;
- კანონის უზენაესობა;
- ადმინისტრაციული სამართალი;
- სასამართლო სისტემის ეფექტურობა.
თითოეული ქვეყანა 4 მეცნიერითაა წარმოდგენილი, რომლებიც მიმართულებების მიხედვით არიან გადანაწილებულნი. საქართველოდან ჩართულნი არიან სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორები შემდეგი თემებით:
- დიმიტრი გეგენავა - სასამართლო დისკრეცია, რთული შემთხვევები და ადმინისტრაციული მართლმსაჯულების ქართული სისტემა;
- გიორგი გორაძე - კონსტიტუციური რეფორმები საქართველოში და ევროპული კონსტიტუციური იდენტობა;
- უშანგი ბახტაძე - სასამართლო სისტემის ეფექტურობის შეფასება საქართველოში: ყოვლისმომცველი კვლევა;
- სიმონ ტაკაშვილი - ADR და მისი სამართლებრივი შედეგები კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების ფონზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ Comparative Research Platform ძალიან მნიშვნელოვანი პროექტს წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ზოგადად სამართლის განვითარებას, ისე ქართული სამართლის არსებული მდგომარეობის საერთაშორისო მასშტაბით გაცნობას.
გამომსვლელებმა ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებულ კვლევებზე. პრეზენტაციების შემდეგ გამომსვლელებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საბაუნის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები.