
09ივნ,2025
საერთაშორისო კონფერენცია – „ეკლესია მეორე ათასწლეულში“.
27 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, თეოლოგიის ფაკულტეტისა და თეოლოგიის და ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა მეორე საერთაშორისო თეოლოგიური კონფერენცია. კონფერენციის თემა იყო: „ეკლესია მეორე ათასწლეულში“.
ღონისძიებაში მონაწილეობდა 13 პროფესორი იტალიიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან მათი მოხსენებები თემატურად მრავალფეროვანი იყო და ეხებოდა საეკლესიო ისტორიას, კანონიკურ სამართალს, ლიტურგიკას, გვიანი ბიზანტიური ხანის თეოლოგიასა და ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას.
ღონისძიება წარმატებული იყო და მისი მსვლელობისას კიდევ ერთხელ აღინიშნა განათლებისა და განვითარების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა.