04ნოე,2025
ENHANCE-GLS პროექტის სამუშაო შეხვედრა სიერა ლეონეში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი დიმიტრი გეგენავა და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, შორენა პარუნაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებდონენ ფრითაუნში, სიერა ლეონეს უნივერსიტეტში (სიერა ლეონე), სადაც სამუშაო შეხვედრები გაიმართა Erasmus+ KA2 ინსტიტუციური პროექტის „თემთან ჩართულობის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების გაზრდა საქართველოსა და სიერა ლეონეს მაგალითზე“ ფარგლებში.
სამდღიანი შეხვედრების დროს პროექტში ჩართულმა პირებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, წარადგინეს სახელმძღვანელო და პროექტის შუალედური ანგარიში. ხოლო დასასრულს განიხილეს მომავალი წლის გეგმები. შეხვედრების ფარგლებში გაიმართა კონფერენცია „უნივერსიტეტები მოქმედებაში:საუნივერსიტეტო საზოგადოების პარტნიორობის გლობალური პერსპექტივები“, სადაც მონაწილეობდნენ როგორც ჩართული უნივერსიტეტები, ასევე უნისერვიტატე-აფრიკის, კარიტას აფრიკის და სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი ENHANCE-GLS ორწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში თემთან ჩართულობის შესახებ ინფორმაციის ამაღლებას და უნივერიტეტების როლს ამ მიმართულებით. პროექტის ფარგლებში უკვე შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელიც ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენაზე, ასევე ჩატარდა პერსონალის ტრენინგი ცნობიერების ამაღლების მიზნით და ასევე დაგეგმილია ტრენერთა ტრენინგი 2026 წლის მაისში. პროექტი დასრულდება 2026 წლის ოქტომბერში შემაჯამებელი კონფერენციით.
შეხვედრა გაიმართა 2025 წლის 20-23 ოქტომბერს.