19მარ,2026
Erasmus+ კვლევითი მობილობა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება Erasmus+ სტუდენტების მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა განკუთვნილია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის.
მობილობის პროგრამა განხორციელდება ვალიადოლიდის უნივერსიტეტში (ესპანეთი) 2026-2027 წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრზე.
პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი
გრანტი:
- პროგრამა სრულად ფარავს მგზავრობის ხარჯებს
- ყოველთვიური სტიპენდია (850 €)
- ვალიადოლიდის უნივერსიტეტი დაფარავს სტუდენტის ჯანმრთელობის დაზღვევას და ასევე, ვიზისი ღირებულებას 30 ევრომდე.
რეგისტრაცია მიმდინაორებს ონლაინ პლატფორმაზე მიმდინარე წლის 28 აპრილის დღის ბოლომდე.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია
- პასპორტის ასლი
- CV (სასურველია EUROPASS ფორმატით)
- რეკომენდაციის წერილი
- ნიშნების ფურცელი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაუკავშირდით უცხო ენათა ცენტრის ხელმძღვანელს ელ.ფოსტაზე: sh.gogiashvili@sabauni.edu.ge და მიუთითეთ რომ გჭირდებათ გაცვლითი პროგრამისთვის)
- კვლევითი პროექტი ხელმოწერილი აკადემიური ხელმძღვანელისა და მობილობებზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული პერსონალისაგან.
- სამოტივაციო წერილი
- სპეციალური საჭიროებების მქონე პირის შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უწყებებისგან.
შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება / კვლევითი პროქტი - 60 %
- მოტივაცია - 20 %
- რელევანტურობა - 20%
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე კვლევების თემები
შენიშვნა: მნიშვნელოვანია სტუდენტის საკვლევი თემა ემთხვეოდეს ესპანური უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ კვლევის თემას.
დაინტერესებული პირი კვლევის თემის შესათანხმებლად უნდა დაუკავშირდეს მისთვის საინტერესო კვლევის თემის ესპანელ პროფესორს და მასთან შეათანხმოს მობილობის ვადები და თემა (საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულია პორტალზე).
შერჩევა მიმდინარეობს სამ ეტაპად:
პირველი ეტაპი: ფორმალური ვალიდაცია
მეორე ეტაპი: გამგზავნი უნივერსიტეტის მიერ შერჩევა (გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან, 4 მაისის კვირა - ზუსტი თარიღი და დრო გეცნობებათ ელ.ფოსტაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ).
მესამე ეტაპი: მიმღები უნივერსიტეტის მიერ აპლიკანტების შერჩევა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
პასუხები კანდიდატებს ეცნობებათ ელ.ფოსტის საშუალებით.
რეგისტრაციის სახელმძღვანელო სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის
რეგისტრაციის სახელმძღვანელო სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge ან მოგავკითხეთ 408-ე ოთახში.