
24მარ,2025
Erasmus+ მობილობა სტუდენტებისთვის ოსტფოლდის უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ სტუდენტების საერთაშორის კრედიტების მობილობის (ICM) პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში საბაუნის სტუდენტები 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ისწავლიან ნორვეგიაში, ოსტფოლდის უნივერსიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს.
მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ
• საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის (სემესტრის) სტუდენტებს.
• შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტებს
• დამამთავრებელი კურსის /სემესტრის სტუდენტებს (შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მობილობის დასრულების შემდეგ სტუდენტი დაიმატებს დამატებით სემესტრს)
• სტუდენტს რომელსაც გააჩნია ფინანსური დავალიანება.
დაფინანსება:
გრანტი: 900 ევრო თვეში
მგზავრობა: 360 / 530 ევრო (დამოკიდებულია რომელ ფილიალში ისწავლით)
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელსა და დაზღვევის ხარჯებს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• აკადემიური მოსწრების ბარათი;
• საერთაშორისო პასპორტის ასლი;
• უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 (TOEFEL, IELTS), ასეთის არსებობის შემთხვევაში; (არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები ტესტირებას გაივლიან უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში)
• სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
• CV Euro pass ფორმატში;
• რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/საბაუნის პროფესორისაგან
• სასწავლო ხელშეკრულება (ჩამოტვირთეთ აქედან)
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას აპლიკანტი უნივერსიტეტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ Erasmus+ ICM Ostfold University.
შენიშვნა1: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
შენიშვნა2: იმისათვის რომ მობილობის სემესტრში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უნდა გაიაროს საბაუნიში ადმინისტრაციული რეგისტრაცია უცხოეთში წასვლამდე.
შერჩევის კრიტერიუმებია:
• აკადემიური მოსწრება - 30%
• ინგლისური ენა - 40%
• მოტივაცია - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული.
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნები: https://www.hiof.no/english/studies/exchange-students/courses-for-exchange-students/
მნიშვნელოვანი ვადები:
9 აპრილი, 11:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში, მათთვის ვისაც არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი (ტესტირების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამ ბმულზე არაუგვიანეს მიმდინარე წლის 9 აპრილისა)
12 აპრილი - საბუთების მიღება
14 აპრილი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და კანდიდატების შერჩევა
მიმღები უნივერსიტეტის მიერ საბოლოო შერჩევის შემდეგ, სტუდენტები დარეგისტრირდებიან ოსტფოლდის უნივერსიტეტს პორტალზე, არაუგვიანეს პირველი მაისისა.
ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ, იხილეთ ბმულზე.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, ოთახი 408.
საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით ჩატარდება 1 აპრილს, 17:00 საათზე, სტუდენტურ სივრცეში.