
13მარ,2024
Erasmus+ სტუდენტების მობილობა კადისის უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ICM საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში საბაუნის სტუდენტები 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ისწავლიან კადისის უნივერსიტეტში (ესპანეთი).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.
მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
• საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის (სემესტრის) სტუდენტებს;
• შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტებს;
• დამამთავრებელი კურსის/სემესტრის სტუდენტებს (შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მობილობის დასრულების შემდეგ სტუდენტი დაიმატებს დამატებით სემესტრს);
• სტუდენტს, რომელსაც გააჩნია ფინანსური დავალიანება.
სტუდენტს, რომელსაც ერთ საფეხურზე უკვე მოპოვებული აქვს Erasmus+ ICM გრანტი.
გრანტი:
- ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევრო;
- ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტი (სოციალურად დაუცველი, საზღვრისპირა რეგიონიდან, მაღალმთიანი რეგიონიდან, მრავალშვილიანი ოჯახიდან ....) მიიღებს დამატებით გრანტს 250 ევროს ოდენობით;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (33%) მიიღებენ ასევე დამატებით ფინანსურ დახმარებას;
- მგზავრობა: 820 ევრო.
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელსა და დაზღვევის ხარჯებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, საქართველოში არ არის ესპანეთის საკონსულო, ვიზის ასაღებად საჭიროა თურქეთში წასვლა.
სამართლის ფაკულტეტის შესახებ ინფორმაცია (კამპუსი მდებარეობს ხერესში)
სადოქტორო სკოლაზე შემოთავაზებული საგნები
ვრცლად ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსის შესახებ ეწვიეთ ბმულს.
შენიშვნა1: გთხოვთ გაითვალისწინოთ, სასწავლო მობილობის შემთხვევაში, სტუდენტი (სამივე საფეხურის სტუდენტი) უნდა ფლობდეს ესპანურ ენას! ესპანური ენის ცოდნა არ არის საჭირო კვლევითი მობილობის დროს. კვლევითი მობილობის დროს შესაძლებელია აპლიკანტმა წარმოადგინოს ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი მინიმუმ B1 დონეზე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- აკადემიური მოსწრების ბარათი;
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მინიმუმ B1 (არქონის შემთხვევაში, შესაძლებელია მიმღები უნივერსიტეტისგან საგანგებო ტესტირების შემდეგ ამ ტიპის დოკუმენტის მიღება). ესპანური ენის სერტიფიკატი სავალდებულოა სწავლების მიზნებისათვის. ესპანური ენის სერტიფიკატი არ არის სავალდებულო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებიც გეგმავენ კვლევით მობილობას. ამ შემთხვევაში, სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნის სერტიფიკატი, მინიმუმ B1 და მეტი (არ ქონის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირებმა ტესტირება უნდა გაიარონ უცხო ენათა ცენტრში).
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- კვლევის გეგმა სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის (ჩამოტვირთე აქედან)
- მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტის კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელისაგან, ან ესპანელი პროფესორისაგან, რომელიც მზად არის ხელმძღვანელობა გაუწიოს დოქტორანტს. ჩამოტვირთეთ აქედან.
- CV Euro pass ფორმატში;
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/საბაუნის პროფესორისაგან.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას აპლიკანტი უნივერსიტეტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge
შენიშვნა2: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
შენიშვნა3: იმისათვის რომ მობილობის სემესტრში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა საბაუნიში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია უცხოეთში წასვლამდე.
საბაუნის შერჩევის კრიტერიუმებია:
• აკადემიური მოსწრება - 30%
• ინგლისური ენა - 40%
• მოტივაცია - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული.
ესპანური მხარის შერჩევის კრიტერიუმებია:
- ერასმუს+ პროგრამაში პირველადი მონაწილეობა - 1 ქულა
- აკადემიური მოსწრება - 2 ქულა
- სტუდენტის კვლევითი გეგმა - 2 ქულა
- ესპანური ენის ცოდნა (B2 დონეზე და მაღლა) – 1 ქულა
- სხვა ენების ცოდნა (B2 დონეზე და მაღლა) - 1 ქულა
- ინკლუზიურობა (თუ სტუდენტი მიეკუთვნება Erasmus+ ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერი სტრატეგიაში გაწერილ რომელიმე ჯგუფს) - 3 ქულა
ეტაპები:
პირველ ეტაპზე სტუდენტების ნომინირება და მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შერჩევა
მეორე ეტაპზე ონლაინ აპლიკაციის შევსება და სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება (კადისის უნივერსიტეტის საიტზე განთავსდება მაისის დასაწყისში)
აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია: (მეორე ეტაპი)
- პასპორტის ასლი
- ენის სერტიფიკატები
- ხელმოწერილი სასწავლო ხელშეკრულება (პდფ ფორმატში)
მნიშვნელოვანი ვადები:
4 აპრილი, 10:00 სთ - ინგლისურ ენაში ტესტირება (მათთვის ვისაც არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი)
9 აპრილი - საბუთების მიღება
10-11 აპრილი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და კანდიდატების შერჩევა (ზუსტი დრო გეცნობებათ რეგისტაციის დასრულების შემდეგ)
1 ივნისი - ონლაინ აპლიკაციის დასრულება (მეორე ეტაპი, ნომინირებული სტუდენტებისათვის)
ივნისის შუა რიცხვები - საბოლოო პასუხების გამოქვეყნება მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.