16მარ,2026
Erasmus+ სტუდენტების მობილობა ოლომოუცში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ის KA171 საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. გრანტის მფლობელი სტუდენტები 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ისწავლიან ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტში (ჩეხეთი). მობილობის პერიოდი სრულად დაფინანსებულია, სტუდენტი მიიღებს მგზავრობის ხარჯებს და ასევე ყოველთვიურ სტიპენდიას.
კონკურსში მონაწილეობისათვის, სტუდენტს
- უნდა ჰქონდეს დასრულებული საბაუნიში მინიმუმ ერთი სემესტრი
- უნდა ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი
- არ უნდა ჰქონდეს ფინანსური დავალიანება
დამამთავრებელის სემესტრის სტუდენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ფაკულტეტის დეკანთან.
პროგრამით გათვალისწინებულია:
- მგზავრობის ხარჯი
- ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით
- შემოთავაზებული კურსები ინგლისურ ენაზე
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს დაზღვევის ხარჯებს და ვიზის მოსაკრებელს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- აკადემიური მოსწრების ბარათი
- უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2 დონე, TOEFEL, IELTS). ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სტუდენტებმა უნდა მიმართონ საბაუნის უცხო ენათა ცენტრს, გაიარონ ტესტირება და მიიღონ ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტესტირების მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე, არაუგვიანეს 6 აპრილისა)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
- CV Euro Pass ფორმატში
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/ საბაუნის პროფესორისაგან
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია მიიღება აპლიკანტის საბაუნის ელ.ფოსტიდან შემდეგ მისამართზე: ir@sabauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ: Erasmus+ და იმ უნივერსიტეტის სახელი, სადაც გსურთ განაცხადის გაკეთება.
შენიშვნა: იმისათვის რომ სტუდენტის მიერ უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უცხოეთში წასვლამდე უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდა) საბაუნიში.
შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება - 30%
- ინგლისური ენა 40%
- მოტივაცია 30 % *
* სტუდენტის მოტივაციას აფასებს რექტორის ბრძანების მიერ დადგენილი შესარჩევი კომისია შემდეგი ნიშნების მიხედვით, თუ რამდენად იცნობს სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტს/პროგრამებს და რამდენად აქვს გაცნობიერებული კონკრეტული გაცვლითი პროგამის მნიშვნელობა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში.
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ან/და სტუდენტს რომელსაც არასოდეს უსარგებლია სასწავლო გრანტით უცხოეთში.
მნიშვნელოვანი ვადები:
7 აპრილი, 11:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში
13 აპრილი - საბუთების მიღება
15 აპრილი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ზუსტი დრო გეცნობებათ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ)
კითხვების შემთხვევაში, მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში
საკონტაქტო ინფორმაცია
ელ.ფოსტა: ir@sabauni.edu.ge
ტელ.: 577 34 77 13
ოთახი 408