
14იან,2025
FUCE-ს საზაფხულო სკოლა “პოპულიზმი გარდაქმნის ჰუმანიზმს"?
2025 წლის 30 ივნისიდან-4 ივლისის ჩათვლით, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის (FUCE) მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლას თემაზე „ევროპული ჰუმანიზმი ჩამოყალიბების პროცესში “. მიმდინარე წლის თემა იქნება „პოპულიზმი გარდაქმნის ჰუმანიზმს?“. პროგრამა გაყოფილია ორ ნაწილად. პირველი ნაწილი დაეთმობა „ისტორიული და კულტურული ფესვები: დღევანდელი ევროპის შედეგები“, ხოლო მეორე ნაწილის თემა იქნება სოციალური და პოლიტიკური კონსტრუქცია: შედეგები ევროპის მომავლისთვის.“
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაკალავრო (გარდა პირველი კურსის სტუდენტისა) და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
პირობები:
- მგზავრობის ხარჯებს ფარავს თავად სტუდენტი
- ცხოვრების და კვების ხარჯებს ფარავს FUCE
მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 2024 წლის 9 თებერვლისა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ. ფოსტაზე ir@sabauni.edu.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ FUCE summer school 2025.
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV
- სამოტივაციო წერილი
- ნიშნების ფურცელი
- ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან საბაუნის ცენტრის მიერ გაცემული
დოკუმენტი (სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში, საბაუნის ენების ცენტრი ჩაატარებს ტესტირებას, რომლის საფუძველზეც გაიცემა ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი).
ბოლო ვადა:
- 8 თებერვალი - საბუთების მიღება
- 10 თებერვლის კვირა - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
- 28 თებერვლის შემდეგ, ფედერაციის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებ
შერჩევის კრიტერიუმები:
აკადემიური მოსწრება - 40%
ინგლისური ენის ცოდნა - 30 %
მოტივაცია - 30%
შენიშვნა 1: თანაბარი შეფასების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
შენიშვნა 2: თანაბარი ქულების შემთხვევაში, ასევე, უპირატესობა მიენიჭება ბაკალავრის პროგრამის სტუდენტებს.
საზაფხულო სკოლის ბროშურა
საზაფხულო სკოლის პროგრამა (კურსები)
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში:
ელ. ფოსტა: ir@sabauni.edu.ge
ტელ.: +995 32 242 22 42/115