24იან,2024
FUCE სტიპენდია თეოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისთვის
ექსკლუზიურად საბაუნის სტუდენტებისთვის, ცხადდება საბუთების მიღება FUCE grant-ის მოსაპოვებლად 2024-2025 აკადემიური წლისათვის, რომელიც განკუთვნილია საბაუნის თეოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. FUCE-ს სტიპენდია Erasmus+ მსგავსად, გულისხმობს სტუდენტების მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტში ერთი სემესტრის მანძილზე კრედიტების აღიარების პირობით. სტუდენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ FUCE წევრ საბაუნის პარტნიორ ერთ-ერთ უნივერსიტეტში.
შერჩეული სტუდენტი მიიღებს 2500 ევროს უცხოეთში ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯების დასაფარავად.
მობილობაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
- თეოლოგიის ან სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის აქტიური სტატუსი;
- კარგი აკადემიური მოსწრება;
- მიმღებ უნივერსიტეტში სწავლების ერთ-ერთი ენის ცოდნა;
- სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მიღებული მობილობის სემესტრში კიდევ სხვა გრანტი;
- მაღალი მოტივაცია და სათანადო კომპეტენცია უცხოეთის უნივერსიტეტში უცხო ენაზე სასწავლებლად.
ეტაპები:
პირველი ეტაპი: სტუდენტი აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge. (სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ FUCE Scholarship)
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- სააპლიკაციო ფორმა
- პასპორტის ან პირადობის ასლი
- ცნობა სტატუსის შესახებ
- სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათი
- უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2),( არ ქონის შემთხვევაში საბაუნის უცხო ენათა ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, მინიმუმ 200 სიტყვა) (წერილში ნათლად უნდა იყოს გაწერილი სტუდენტის მოტივაცია, რატომ სურს კონკრეტულ უნივერსიტეტში სწავლა, რა სასწავლო კურსები მიაჩნია საინტერესოდ, როგორია მისი მიზნები და რამდენად დაეხმარება ეს მობილობა ამ მიზნების მიღწევაში).
- სარეკომენდაციო წერილი (ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი)
- FUCE სასწავლო ხელშეკრულება (ხელმოწერილი მიმღები უნივერსიტეტის, სტუდენტისა და მშობლიური უნივერსიტეტის მიერ).
- მიღების წერილი მიმღები უნივერსიტეტიდან
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გაიმართება სტუდენტების გასაუბრება და შერჩევა შესარჩევ კომისიასთან.
შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება
- უცხო ენის ფლობა (B2)
- მოტივაცია
შენიშვნა: შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს, რომელთაც არასოდეს მიუღიათ უცხოეთის სასწავლო გრანტი
შერჩეული აპლიკანტების სია გადაიგზავნება ფედერაციაში, რომელიც შეარჩევს სტიპენდიატებს.
ფედერაციაში გადასაგზავნი დოკუმენტაცია
1. შევსებული სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა
2. პასპორტის ასლი
3. აკადემიური მოსწრების ბარათი (ინგლისურ ენაზე)
4. ცნობა უნივერსიტეტიდან სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
5. უცხო ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B2 დონეზე)
6. სამოტივაციო წერილი (სტუდენტის შესახებ, მის მიზნებზე (განათლება, კარიერა), და ამ მობილობის როლი ამ მიზნების მიღწევაში) (200 სიტყვა)
7. სარეკომენდაციო წერილი (ფაკულტეტის დეკანი, ლექტორი, აკადემიური ხელმძღვანელი)
8. FUCE-ს სასწავლო ხელშეკრულება (ხელშეკრულება იდება სტუდენტს, გამგზავნ და მიმღებ უნივერსიტეტებს შორის).
9. მასპინძელ უნივერსიტეტში მიღების წერილი.
მიმღებ უნივერსიტეტთან კომუნიკაციაში დაგეხმარებათ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი.
მნიშვნელოვანი ვადები:
27 თებერვალი, 15:00 სთ - საინფორმაციო შეხვედრა
15 აპრილი - რეგისტრაცია
4 აპრილი, 10:00 სთ - ტესტირება უცხო ენაში მათთვის ვისაც არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი (ტესტის დაწერის მსურველები აღნიშნულ დროს უნდა გამოცხადდნენ 408-ე ოთახთან).
18 აპრილი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
საბოლოო პასუხები ცნობილი გახდება ივნისში და აპლიკანტებს ეცნობებათ ელ ფოსტის საშუალებით
შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, უქმე დღეებში გადმოგზავნილ მეილზე გიპასუხებთ სამუშაო დღეებში.
საბაუნის პარტნიორი უნივერსიტეტებია:
- იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტი ვარშავაში (პოლონეთი)
- იოანე-პავლე მეორის პონტიფიკური უნივერსიტეტი კრაკოვში (პოლონეთი)
- Ignatianum
- უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი (უკრაინა)
- კათოლიკური უნივერსიტეტი რუზომბეროკში (სლოვაკეთი)
- პეტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი)
- ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ხორვატია)
- ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
- ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
- პარიზის კათოლიკური ინსტიტუტი (საფრანგეთი)
- აიხშტატის კათოლიკური უნივერსიტეტი (გერმანია)
- სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი)
- ვალენსიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი)
- უნივერსიტეტი ლუმსა (იტალია)
კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, ir@sabauni.edu.ge ; Tel.: 242 22 42/115; მეოთხე სართული, 408 ოთახი.