
07ივნ,2024
გაცვლითი პროგრამა პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის
ცხადდება საბუთების მიღება აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის, რომელთაც სურთ მოკლე ვადიანი მობილობით სასწავლო და კვლევითი საქმიანობა განახორციელონ ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში. აპლიკანტი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით, დანარჩენ ხარჯებს ფარავს თავად აპლიკანტი.
მობილობის ხანგრძლივობა:
2 კვირა, 1 თვე ან 2 თვე, აპლიკანტი თავად ირჩევს მობილობის ვადას.
მობილობა განხორციელდება 2024-2025 აკადემიური წლის მანძილზე
საბუთების წარმოდგენის (რეგისტრაციის) ბოლო ვადა: 2024 წლის 20 ივნისი.
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს სააპლიკაციო ფორმა და სამუშაო გეგმა, რომელიც შეთანხმებული იქნება მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი სფეროს პროფესორთან (აპლიკანტი თავად უნდა დაუკავშირდეს პოლონელ პროფესორს და მასთან შეთანხმებით დაგეგმოს მობილობის პერიოდი).
შენიშვნა: ლუბლინის უნივერსიტეტთან კომუნიკაციისას, გთხოვთ გამოიყენოთ პირადი მეილები (საბაუნის მეილები სპამში მიდის).
აპლიკანტს შეუძლია განაცხადი გააკეთოს შემდეგი ტიპის მობილობაზე:
• კვლევითი მობილობა;
• სასწავლო მობილობა;
• კვლევა და სასწავლო მობილობა ერთად.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის აფილირებულ პროფესორებს, აკადემიურ პერსონალს და სადოქტორო სკოლის სტუდენტებს.
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა სავალდებულოა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთეთ) ხელმოწერილი მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენელის მიერ
• ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დოკუმენტი, რომელიც დაასაბუთებს რომ აპლიკანტმა სათანადოდ იცის ინგლისური ენა (მაგ. აქვს ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების გამოცდილება).
მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა გადმოაგზავნოთ საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ.ფოსტაზე ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 20 ივნისისა. სათაურის ველში მიუთითეთ Staff Exchange at KUL.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge