
05მაი,2025
ინგლისური ფილოლოგიის ლექტორის აკადემიური მობილობა პოლონეთში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ვერიკო ხუციშვილი Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამითკრაკოვში, უნივერსიტეტ იგნატიანუმში იმყოფებოდა (პოლონეთი)
ერთი კვირის განმავლობაში საბაუნის ლექტორმა ჩაატარა ლექციები ხუთ სხვადასხვა ჯგუფთან სადაც ისაუბრა კულტურის როლზე ენის სწავლების პროცესში და
კომუნიკაცის ინტერკულტურულობაზე. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრაში, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
„მობილობა ჩემთვის იყო როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი. მასპინძელ უნივერსიტეტში ლექციების ჩატარებამ ინგლისურ
ენაზე მომცა შესაძლებლობა, გამეზიარებინა ჩემი აკადემიური გამოცდილება და ასევე, გამეცნო განსხვავებული საგანმანათლებლო მიდგომები. ეს მობილობა მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტისთვის და განსაკუთრებით ფაკულტეტისთვის, რადგან ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაღრმავებას, განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო სივრცეში“ - ვერიკო ხუციშვილი.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი წლებია თანამშრომლობს უნივერსიტეტ იგნატიანუმთან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. Erasmus+ სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის პროგრამით საბაუნის არაერთი სტუდენტი და პროფესორი სტუმრობდა პოლონურ უნივერსიტეტს. საბაუნის ლექტორის მობილობა უნივერსიტეტ
იგნატიანუმში 2025 წლის 7-11 აპრილს განხორციელდა.
.
გალერეა







