12ივნ,2025
კონფერენცია „მოვლა და მხარდაჭერა: რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება ხანდაზმულთა მოვლაში“
2025 წლის 27 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შორენა გოგიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „მოვლა და მხარდაჭერა: რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება ხანდაზმულთა მოვლაში“, რომელიც პეტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
შორენა გოგიაშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე: „თაობათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით: შეუძლიათ თუ არა რობოტებს ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება?“ სადაც ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიამ და ხელოვნურმა ინტელექტმა შეუწყოს ხელი თაობათა დაახლოებასა და ურთიერთგაგებას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები სოციალურ მეცნიერებებში, ტექნოლოგიებში, თეოლოგიასა და ზრუნვის პოლიტიკაში. მათ ერთობლივად იმსჯელეს ხანდაზმულთა მოვლის თანამედროვე გამოწვევებზე და განიხილეს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის გამოყენების ინოვაციური გზები ზრუნვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
გალერეა

.jpg)