23ივნ,2015
კონკურსი - სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრება და მოღვაწეობა
2015 წელს 23 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კონკურსი, რომელიც სულხან-საბას საზოგადოების ორგანიზებითა და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
კონკურსი რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა სახის დავალებებს მოიცავდა, როგორც თეორიულს, ასევე პრაქტიკულს. თეორიული საკითხები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ხოლო პრაქტიკული საკითხი გულისხმობდა რუქას გასამართლების ინსცენირებას „სიბრძნე სიცრუიდან“. კონკურსში მონაწილეობდა ოთხი უნივერსიტეტი: წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მასპინძელი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი.
კონკურსის მსვლელობისას გუნდები ღირსეულ კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს, რომელთა მუშაობასაც აფასებდა სპეციალურად მოწვეული ჟიური. საბოლოო გამარჯვება წილად ხვდა მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებს, ხოლო მეორე ადგილი დაიკავა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა.
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს გამარჯვებულ გუნდს წარმატებას!
გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: გიორგი ლაფერაშვილი, ლევან ფუტკარაძე, თამარ დორეული და მარიამ მახათაძე.