
02ივლ,2025
ლელა ვარდიძის მობილობა რუჟომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტში
საბაუნის ადამიანური რესურსების მენეჯერი, ლელა ვარდიძე Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამით სტუმრობდა რუჟომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტს სლოვაკეთში.
მობილობის ფარგლებში ლელა ვარდიძემ სამუშაო შეხვედრები გამართა რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის HR დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან.
„მობილობამ გამზარდა როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად, ვინაიდან ჩემთვის ეს პირველი მობილობა იყო რომელმაც საშუალება მომცა მენახა ევროპული უნივერსიტეტის კულტურა, HR პროცესები და გამეზიარებინა გამოცდილება სლოვაკ კოლეგებთან. პირველ დღეს შევხვდი Erasmus+ კოორდინატორს, მარტინ პინკოს, რომელმაც დამათვალიერებინა უნივერსიტეტი, გამაცნო კოლეგები ვისთანაც ვისაუბრეთ უნივერსიტეტში მიმდინარე ძირითად პროცესებსა და მიდგომებზე, სტრუქტურაზე, სტრატეგიაზე, აკრედიტაციის პროცესებზე. ასევე, შევხვდი ადამიანური რესურსების განყოფილების წარმომადგენლებს და დეტალურად განვიხილეთ ჩვენი პასუხისმგებლობები, მოვალეობები, ქვეყნისა და შიდა საუნივერსიტეტო მიდგომები ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით, პროფესიული, საუნივერსიტეტო გამოწვევები და სიახლეები. ყოველივე ეს დამეხმარა უკეთ გამეცნობიერებინა ჩვენი უნივერსიტეტის მიღწევები, გასაუმჯობესებელი მხარეები და გამიზარდა მოტივაცია დიდხანს ვიყო საბაუნის გუნდის წევრი“.
ლელა ვარდიძის მობილობა 2025 წლის 12-16 მაისს განხორციელდა და სრულდა დაფინანსებული იყო Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამით.
გალერეა
