05მაი,2026
მარია კიური სკლოდოვსკას უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი საბაუნიში
2026 წლის 30 აპრილიდან 1-ლი მაისის ჩათვლით საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს მარი კიური სკლოდოვსკას უნივერსიტეტის პროფესორი, იაროსლავ კრაიკა სტუმრობდა. პოლონელი პროფესორის ვიზიტი განხორციელდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში.
ვიზიტის დასაწყისში პროფესორი კრაიკა შეხვდა ადმინისტრაციის წევრებს, სადაც მიიღო ინფორმაცია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის შესახებ. ასევე, ისაუბრებს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე. ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პრორექტორი, პროფესორი დიმიტრი გეგენავა, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, შორენა გოგიაშვილი, თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გოჩა ბარნოვი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, შორენა პარუნაშვილი.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა კრაიკამ ლექციები ჩაატარა ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის თემაზე „ხელოვნური ინტელექტი და უცხო ენების სწავლების მომავალი“. ლექციაზე სტუდენტებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების გამოყენების თაობაზე უცხო ენების სწავლების პროცესში, რამაც უფრო საინტერესო
გახადა ლექცია.
მარია კიური სკლოდოვსკას უნივერსიტეტთან სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა 2022 წლიდან თანამშრომლობს Erasmus+ KA171 და ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამების ფარგლებში.