
04ივნ,2025
მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის მობილობა ჟეშოვის უნივერსიტეტში
საბაუნის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, სალომე ახვლედიანი Erasmus+ KA171 აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით პოლონეთში, ჟეშოვის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ერთი კვირის განმავლობაში სალომე ახვლედიანმა ლექციები პოლონელი სტუდენტებისათვის. გარდა ამისა, შეხვდა კოლეგებს მედიცინის ფაკულტეტიდან, მიიღო მონაწილეობა კლინიკური სწავლების განხორციელების პროცესში. პოლონელ კოლეგებთან ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და მათ მართვაზე. მან ასევე მოინახულა ჟეშოვის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინფრასტრუქრუა და უშუალოდ გაეცნო სხვადასხა დიაგნოსტიკური აპარატურის ფუნქციონირებას.
„სიმულაციური ცენტრი იყო გასაოცარი: სიმულაციური დანადგარები სხვადასხვა ქირურგიული ჩარევების განხორციელებისათვის და დიაგნოსტიკური აპარატურის მრავალფეროვანი არჩევანი. განსაკუთრებით საინტერესო იყო სპეც გარემო - სხვადასხვა სიტუაციური შემთხვევების განხორციელებისთვის სპეც ეფექტებით“ -სალომე ახვლედიანი.
მობილობის შედეგად ქართველი და პოლონელი კოლეგები შეთანხმდნენ სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებას და გამოცდილების გაზიარებისთვის მზაობას განსაკუთრებით სიმულაციური ცენტრის დაგეგმვა/ამოქმედებაში.
სალომე ახვლედიანის მობილობა ჟეშოვის უნივერსიტეტში განხორციელდა 2025 წლის 12-16 მაისს და სრულად დაფინანსებული იყო Erasmus+ პროგრამის მიერ.
გალერეა
.jpg)
.jpg)
.jpg)