30მაი,2021
„მეწარმეთა გაკვეთილები“ მოსწავლეებისათვის
საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 22-23 და 29-30 მაისს სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა ტრენინგების ციკლი „მეწარმეობის გაკვეთილები“, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეებში მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ტრენინგების განმავლობაში მოსწავლეებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
- რას ნიშნავს იყო მეწარმე და როგორ გავხდეთ მეწარმე;
- რატომ არის მეწარმეობა საინტერესო საქმიანობა;
- როგორ შევადგინოთ ბიზნესის ეფექტიანი გეგმა და როგორ ვმართოთ საქმე;
- როგორ ხდება რესურსების მობილიზება და მართვა;
- როგორ ვაწარმოოთ ეფექტიანი ურთიერთობა კლიენტებთან
- ვაჭრობის მნიშვნელობა და შესაძლებლობები
- საქართველოს ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში და შესაძლებლობები და სხვ.
ტრენინგებს უძღვებოდნენ საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორები და ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო-ს ტრენერები.
შეხვედრების შედეგად მოსწავლეები გაეცვნენ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:
- მეწარმის როლი და მნიშვნელობა;
- ძირითადი ეკონომიკური პრიცნიპები;
- ბიზნეს პროექტი;
- სამეწარმეო რესურსები და მომხმარებლებთან ურთიერთობა;
- გადასახადები და რეგულაციები.
თითოეული ტრენინგის დასასრულს მონაწილეებისათვის გაიმართა პრაქტიკული სამუშაოები.
დაგეგმილია ტრენინგების ციკლის ,,მეწარმეობის გაკვეთილების“ გამართვა რეგიონებში.
ტრენინგების ციკლის ორგანიზებაში საბაუნის პარტნიორია New Economic School - Georgia / ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო , როლო მხარდამჭერი„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“