04ივნ,2026
მიღება სადოქტორო პროგრამებზე
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე: სამართლის (ხელმძღვანელების კვლევითი ინტერესების შესაბამისად, შემდეგ მიმართულებებზე: სამოქალაქო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი; სამოქალაქო სამართლის პროცესი და დავის ალტერნატიული გადაწყვეტა; ადმინისტრაციული სამართალი, საჯარო მმართველობის სამართალი და ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, სისხლის სამართალი და კრიმინოლოგია; სისხლის სამართლის პროცესი; ადამიანის ძირითადი უფლებები და საკონსტიტუციო სამართალწარმოება) საჯარო მმართველობისა (ხელმძღვანელების კვლევითი ინტერესების შესაბამისად, შემდეგ მიმართულებებზე: საჯარო მმართველობის ორგანიზება, საჯარო პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სამსახურში, საჯარო სერვისების მართვა, საჯარო ფინანსების მართვა, „კარგი მმართველობის“ სტანდარტები და მათი განხორციელების ინსტრუმენტები საჯარო სექტორში, ციფრული ტექნოლოგიები საჯარო მმართველობაში) და თეოლოგიის სადოქტორო პროგრამებზე (ხელმძღვანელების კვლევითი ინტერესების შესაბამისად, შემდეგ მიმართულებებზე: სისტემატური თეოლოგია, ეკლესიის ისტორია, ეკლესიის სოციალური სწავლება).
საბუთების მიღება იწარმოება 2026 წლის 18 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით
საბუთების მიღება იწარმოებს 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში, ოთახი #205, უნივერსიტეტის შენობაში, მისამართზე: კ.ქუთათელაძის ქ. №3.
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება უცხო ენის (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული) გამოცდისა და სადოქტორო მიმღებ კომისიასთან გასაუბრების საფუძველზე. დოქტორანტურასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება - დოქტორანტურის დებულებით
დოქტორანტობის კანდიდატის უნივერსიტეტში პირველადი მიღება და რეგისტრაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- ადმინისტრაციული რეგისტრაცია;
- უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ჩაბარება;
- ხელშეკრულების დადება;
- აკადემიური რეგისტრაცია.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
- შევსებული განაცხადი აპლიკაცია (რომელიც დოქტორანტობის კანდიდატს შეუძლია მიიღოს უნივერსიტეტში ან/და ჩამოტვირთოს);
- კონკურსანტის რეზიუმე (CV);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 1 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საზღვარგარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, აღიარების დოკუმენტი);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული უცხო ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ინგლისური ენის ნაცვლად გერმანული ან ფრანგული ენის გამოცდის ჩაბარების ან სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში - ინგლისური ენის B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
შენიშვნა: სერტიფიკატის აღიარების წესი განსაზღვრულია შესაბამისი პროგრამით;
შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენისაგან თავისუფლდება დოქტორანტობის კანდიდატი, თუ სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს შესაბამის უცხო ენაზე.
შენიშვნა: დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში, უნივერსიტეტს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
-
ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, ირიცხება თუ არა პირი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;
-
დოქტორანტობის კანდიდატის მიერ დარგობრივი სადისერტაციო კოლეგიის შემადგენლობიდან შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელობის კანდიდატის რეკომენდაცია (შუამდგომლობა) და სადისერტაციო თემის საკუთარი ხედვა (კვლევის პროექტი), რომელიც უნდა მოიცავდეს კვლევის საგნის აქტუალურობისა და საკითხის მნიშვნელობის დასაბუთებას, ასევე, ნაშრომის სავარაუდო სათაურს, მიახლოებით სტრუქტურასა და საორიენტაციო ბიბლიოგრაფიას;
-
2 სარეკომენდაციო წერილი, რომელთაგან ერთი უნდა იყოს აკადემიური, ხოლო მეორე - სამსახურებრივი;
-
ცნობა სამუშაო ადგილისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ.
-
შესაბამის სფეროში წინარე პუბლიკაციების ასლები ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
შენიშვნა: განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში სამეცნიერო პუბლიკაციების და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული მასალების ასლები
შენიშვნა: კანდიდატს სავალდებულოდ მოეთხოვება ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთი წინაპირობის დაკმაყოფილება: შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
მიღების პროცედურა:
- დარგობრივი გამოცდა თეოლოგიაში – 2026 წლის 26 აგვისტო
- ტესტირების შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის 26 აგვისტო
- აპელაციაზე განცხადებების მიღება - 2026 წლის 26 აგვისტოს 17:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის მონაკვეთში;
- აპელაციის განხილვა და შედეგების გამოცხადება - 2026 წლის 26 აგვისტოს 20:00 საათამდე;
- გასაუბრება სადოქტორო მიმღებ კომისიასთან - 2026 წლის 27 აგვისტო;
- საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის 27 აგვისტო;
- ხელშეკრულების დადება დოქტორანტურის კანდიდატებთან - 2026 წლის 31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით;
- ჩარიცხვის ბრძანების მომზადება - 2026 წლის 7 სექტემბერი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- შესვენება - 13:00 საათიდან - 14:00 საათამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: phd@sabauni.edu.ge