01მარ,2024
მოკლე ვადიანი სასწავლო სტიპენდიები ლიეტუვაში
ცხადდება რეგისტრაცია ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდიების მოსაპოვებლად. პროგრამის ფარგლებში სამივე საფეხურის სტუდენტებს (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) საშუალება აქვთ ისწავლონ ერთი ან ორი სემესტრის მანძილზე ლიეტუვურ უნივერსიტეტებში 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში.
სტიპენდიის რაოდენობა: 35
ლიეტუვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
შენიშვნა1: საბაუნი თანამშრომლობს ვილნიუსის უნივერსტეტთან (სამართლის ფაკულტეტი) და მიკოლას რომერის უნივერსიტეტთან.
დაინტერესებულმა პირებმა მიღების წერილისა და სასწავლო ხელშეკრულებისათვის უნდა მიმართონ მიმღები უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმის საშუალებით. აპლიკაცია უნდა შეივსოს ლიეტუვურ ან ინგლისურ ენებზე (სხვა ენაზე წარმოდგენილი დოკუმენტები დამოწმებული თარგმანით).
შენიშვნა 2: რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შეუძლებელია აპლიკაციაში ცვლილების შეტანა
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
• კანდიდატს რომელსაც მიღებული აქვს ლიეტუვური უნვერსიტეტიდან მიღების წერილი (Conditional Agreement)
• კანდიდატს, რომელისაც აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი
• კანდიდატი რომელიც ფლობს ლიეუტუვურ ან ინგლისურ ენებს მინიმუმ B2 დონეზე.
შეფასების კრიტერიუმები:
განაცხადებს შეაფასებს ექპერტთა ჯგუფი შემედგი კრიტერიუმების მიხედვით:
• კანდიდატის სასწავლო მიზნები უნდა იყოს ნათელი და რეალისტური
• კანდიდატის სამოტივაციო წერილი და დაგეგმილი სასწავლო სემესტრი უნდა იყოს ერთმანეთთან კავშირში
• აპლიკანტის პროფილი რელევანტური უნდა იყოს მიმღებ უნივერსტეტში შერჩეულ პროგრამასთან
• კანდიდატს ნათლად უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებულიამ პროგრამის (უცხოეთში სწავლა) მნიშვნელობა სამომავლო კარიერისთვის.
• კანდიდატს ნათლად უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებულიამ პროგრამის (უცხოეთში სწავლა) მნიშვნელობა მის პიროვნული განვითარებისათვის.
ფინანსური ნაწილი:
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის თვიური სტიპენდია: 550 ევრო
სადოქტორო სწავლების პროგრამების სტუდენტებისათვის 1100 ევრო
მთლიანი თანხა გაიანგარიშება სტუდენტის მიერ ლიეტუვაში გატარებული დღეების რაოდენობის მიხედვით. სტიპენდია ფარავს მხოლოდ აპლიკანტის ხარჯებს. ოჯახის ან პარტნიორის ხარჯები არ არის გათვალისწინებული. ასევე, სტიპენდიის მფლობელს არ უნდა ჰქონდეს პარალელურად სხვა სტიპენდია. თანხა ირიცხება ყოველთვიურად.
სწავლის საფასურს დაფარავს ლიეტუვის სახელმწიფო. სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის საფასურის ოდენობას, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პროგრამის ღირებულება აღემატება სახელმწიფოს მიერ დადგენილ სწავლის საფასურს, სხვაობას დაფარავს კანდიდატი.
საჭირო დოკუმენტაცია:
1. სასწავლო ხელშეკრულება (სტუდენტის, გამზგზავნი და მიმღები უნივერსიტეტების წარმომადგენლების ხელმოწერით) მინიმუმ სემესტრში 30 ECTS კრედიტით (არ ეხება სადოქტორო სწავლების სტუდნეტებს) სასწავლო ხელშეკრულების შევსების რეკომენდაციები.
2. რეკომენდაციის წერილი
3. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2) (TOEFL, IELTS, CPE, Duolingo ან სხვა). არ ქონის შემთხვევაში, შესაძლებელია მშობლიური უნივერსიტეტიდან ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაამოწმბს სტუდენტის ცოდნის დონეს.
4. ლიეტუვური წარმოშობის უცხოელებისათვის. კანდიდატმა უნდა წარადგინოს ლიეტუვური წარმოშობის დამდასატურებელი დოკუმენტი
მნიშვნელოვანი ვადები
საბუთების ონლაინ წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 აპრილი. (16:00 სთ ვილნიუსის დროით)
კანდიდატებს პასუხები ეცნობებათ არაუგვიანეს 2024 წლის პირველი ივლისისა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: state.scholarships@smpf.lt