02აპრ,2024
მრგვალი მაგიდა - ტერორიზმი, როგორც გლობალური საფრთხე
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა მრგვალი მაგიდა, თემაზე: ტერორიზმი, როგორც გლობალური საფრთხე, რომელსაც გაუძღვა პიტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი კლემენტინა კოზმა.
პროფესორ კლემენტინა კოზმას მობილობა აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილი Erasmus+ მობილობის ფარგლებში განხორციელდა.
ლექციაზე ყურადღება გაამახვილეს ისტორიულ კონტექსტზე და სტრატეგიული მდებარეობაზე, ასევე, განიხილეს თუ როგორ შეუძლია NATO-ს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, მოხსენების წარდგენის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც დამსწრე აუდიტორიამ დასვა შეკითხვები და გააზიარა მოსაზრებები.