20მაი,2025
პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლები საბაუნიში
2025 წლის 3-9 აპრილს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი, უნგრეთი) სამართლის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებს: პროფესორ პეტრა ლანცოსს, სუსანა პოლაკს, და მერსედეს ლოსკეის.
პროფესორმა ლანცოსმა ლექციები ჩაატარა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ევროკავშირის რეგიონური ან უმცირესობათა ენების დაცვა ენის ქარტიის ფარგლებში.
სუსანა პოლაკი და მერსედეს ლოსკეი შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, შორენა პარუნაშვილს და ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2024 წლიდან თანამშრომლობს პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტთან, როგორც Erasmus+ KA171 პერსონალის და სტუდენტების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ასევე, მის მიღმა, როგორიცაა ერთობლივი კონფერენციები, კვლევითი პროექტები და მსგავსი. გარდა ამისა, ორივე უნივერსიტეტი არის კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის (CUP) წევრი უნივერსიტეტი და აქტიურად არის ჩართული ნოტრ დამის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
უნგრელი სტუმრების ვიზიტი განხორციელდა Erasmus+ KA171 პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში. ამავე პროგრამით საბაუნის სამმა სტუდენტმა ისარგებლა ერთ სემესტრიანი მობილობით უნგრულ უნივერსიტეტში.