20ივნ,2022
პოლონეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ვიზიტი საბაუნიში
2022 წლის 13-17 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის სამართლის ფაკულტეტს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სტუმრობდა პოლონეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ქშიშტოფ ვიაკი. პროფესორ ვიაკს თან ახლდა პოლონეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ვარშავის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის პროფესორი, თომაშ შანჩილო. პოლონელმა პროფესორებმა შეხვედრები გამართეს საბაუნის სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების სტუდენტებთან. ასევე, ჩაატარეს სარაჯო ლექციები:
პროფ. ქშიშტოფ ვიაკი: „პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილებების გავლენა ადამიანის სიცოცხლის დაცვაზე პრენატალური განვითარების პერიოდში“
პროფ. თომაშ შანჩილო: “Liability of the carrier in the road transport of freight (goods), with particular emphasis on the liability of the carrier in the event of theft and robbery“
ორივე შეხვედრის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხი და დისკუსია.
ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი საბაუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხნის პარტნიორი უნივერსიტეტია, რომელთანაც სხვადასხვა პროექტის ფარგლებში აქტიურად ვთანამშრომლობთ. უნივერსიტეტებმა ერასმუს+ ფარგლებში თანამშრომლობა 2015-2016 სასწავლო წლიდან დაიწყეს.