22მაი,2025
პრეშოვის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი საბაუნიში
13-16 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს პრეშოვის უნივერსიტეტის პრორექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი, მარია კარდისი, თეოლოგიის პროფესორი კამილ კარდისი და ბიზნესის და მენეჯმენტის ფაკულტეტის პროფესორი, ალექსანდრა ჩამპჩაკოვა სტუმრობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სლოვაკმა სტუმრებმა შეხვედრები გამართეს საბაუნის რექტორთან და თეოლოგიისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების სხვადასხვა ფორმებზე.
პროფესორმა კამილ კარდისმა თეოლოგიის ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა პროფესორ ვაჟა ვარდიძესთან.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამთა მიქაბერიძემ და პროფესორმა ალექსანდრა ჩამპჩაკოვამ სურვილი გამოთქვეს ფაკულტეტებს შორის მემორანდუმის გაფორმებასა და ერთობლივი პროექტების მიმართულებით თანამშრომლობაზე.
საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა შორენა პარუნაშვილმა და პროფესორმა მარია კარდისმა, ისაუბრეს მიმდინარე ნარე Erasmus+ KA171 პროექტი, რომლის ფარგლებში 2025-2026 სასწავლო წელს განხორციელებდა სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა პრეშოვის უნივერსიტეტში. მარია კარდისმა ასევე მზაობა გამოთქვა Erasmus+ Ka171 პროექტის მიღმა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში თანამშრომლობაზე.
აღსანიშნავია, რომ პრეშოვის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის აქტიური მხარდაჭერით საბაუნის ასოცირებულმა პროფესორმა, ანა გოგილაშვილმა მოიპოვა სლოვაკეთის სამთავრობო გრანტი, რომლის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში კვლევით საქმიანობას ეწეოდა პრეშოვის უნივერსიტეტში.
სლოვაკი კოლეგების ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში.