26დეკ,2024
PROM- მოკლე-ვადიანი აკადემიური გაცვლითი პროგრამა დოქტორანტებისა და ლექტორებისათვის
ცხადდება საბუთების მიღება PROM- მოკლე ვადიანი აკადემიური გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობისათვის. პროგრამა დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ პოლონეთის განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
პროგრამის ფარგლებში აპლიკანტს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს სასწავლო ან კვლევით აქტივობაში იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტში. მობილობა უნდა განხორციელდეს 2025 წლის 30 სექტემბრამდე.
მობილობის ხანგრძლივობა 5 დან 20 დღემდე (ორი დამატებითი დღე მგზავრობისთვის)
გრანტის ოდენობა დამოკიდებულია აპლიკანტის სტატუსსა (დოქტორანტი, პროფესორი) და დაგეგმილ დღეების რაოდენობაზე (იხილეთ დანართი 4)
რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ, 2025 წლის 12 იანვრამდე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აქტიური სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტებს და აფილირებულ პერსონალს.
მობილობის პერიოდში შესაძლებელია შემდეგი ტიპის აქტივობების დაგეგმვა:
- მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება
- სადოქტორო თეზისისთვის/ სტატიისთვის მასალების მოგროვება
- ზამთრის/ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მიღება
- მოკლე საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილეობის მიღება (ინტენსიური კურსი), ვორქოში, პროფესიული სტაჟირება, სასწავლო ვიზიტი
- ბიბლიოთეკაში/არქივში მუშაობა
- სწავლება
- საერთაშორისო საგრანტო აპლიკაციის შემუშავებით სამუშაოებში მონაწილეობა
აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
- სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთეთ, დანართი 2)
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკაცი / დოკუმენტი/ცნობა (B2)
- ოფიციალური მიღების წერილი მიმღები სტრუქტურული ორგანოდან
- თვითშეფასების კითხვარი (ბმული)
- ცნობა სამსახურიდან/სადოქტორო სკოლიდან
მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე prom@kul.pl არაუგვიანეს 2025 წლის 12 იანვრისა.
დამატებითი ინფორმაციებისა და მიმღებ უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე, ეწვიეთ ბმულს.
საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური მზადაა გიშუამდგომლოთ მასპინძელი უნივერსიტეტიდან მიღების წერილის მისაღებად. ამისათვის გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ
- სააპლიკაციო ფორმა
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ელ.ფოსტაზე ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2025 წლის 8 იანვრისა. სათაურად მიუთითეთ PROM