
25აპრ,2024
საბაუნის აფილირებული ასოცირებული პროფესორები „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2024 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები არიან.
სიმონ ტაკაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით დადგენილი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის შესაბამისობა ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებთან და წარმოშობილ დავაში მხარეთა უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები".
გიორგი მესხი - „საავტორო უფლებების მემკვიდრეობით გადაცემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა)“.
საბაუნი გულითადად ულოცავს კონკურსში გამარჯვებულებს!