
29ივნ,2023
საბაუნის ლეტორებმა და სტუდენტებმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიურმა და მოწვეულმა ლექტორებმა (მარიამ ელიაძე და ლია გელაშვილი) და სტუდენტებმა (საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი-ალბინა აღაპიშვილი, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი-ივიკო ვასილევი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი-ციცია მეგუთნიშვილი) მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში თემაზე: Threats to Democracy: Nationalism, Populism, Extremism and Christianity's Response to Them.
საერთაშორისო კვლევითი პროექტის, Threats to Democracy: Nationalism, Populism, Extremism and Christianity's Response to Them, მესამე ეტაპი ქალაქ პარიზში (საფრანგეთი), 26-29 ივნისის დროის შუალედში განხორციელდა, სადაც საკონფერენციო მოხსენებები წარადგინეს სტუდენტებმა, ხოლო პროფესორებმა მოდერაცია გაუწიეს პანელურ დისკუსიებს.
საერთაშორისო კვლევითი პროექტის მიზანია:
- დემოკრატიის საფრთხეების, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემატიკის აქტუალიზაცია და მისი პრობლემის წარმოჩენა თეოლოგიურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ, კულტურულ და ეკონომიკურ ასპექტებში;
- მოცემული პროცესების გაანალიზება პოზიტიურ და ნეგატიურ ჭრილში საქართველოში, პოლონეთში, გერმანიასა და უნგრეთში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით;
- საერთაშორისო საზოგადოებაში სტუდენტების/ახალგაზრდა მკვლევრების სამეცნიერო-კვლევით პროექტში ჩართვა და უფრო სიღრმისეულად დაინტერესება
- პროექტის მონაწილეთა უცხო ქვეყნის ისტორიის, პოლიტიკური და რელიგიური თავისებურებების შესწავლა/შემეცნება და ინტერკულტურული ურთიერთობების დამყარება.
საერთაშორისო კვლევითი პროექტის ორგანიზატორები არიან: კრაკოვის იოანე პავლე მეორის სახელობის პონტიფიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი), სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (საქართველო) და ერფურტის უნივერსიტეტი (გერმანია).
საერთაშორისო კვლევითი პროექტი, რომელიც დემოკრატიის საფრთხეებისა და გამოწვევების კვლევას დაეთმო, 2022 წლის დეკემბერი-2023 წლის ივნისის დროის შუალედში განხორციელდა სამ ეტაპად პოლონეთში, გერმანიასა და საფრანგეთში, სადაც წარმოდგენილი საკონფერენციო მოხსენებები საერთაშორისო კვლევითი პროექტის ჟურნალში გამოქვეყნდება.