
05აპრ,2022
საბაუნის პროფესორების Erasmus+ მობილობა საფრანგეთში
2022 წლის აპრილში საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში. კვირეულის თემა იყო მდგრადი განვითარება და ინოვაციური სწავლის მეთოდები, რომელთა შესახებ ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიური ვორქშოპები გაიმართა.
„ამ პროექტში მონაწილოება ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩემი როგორც აკადემიური და ადმნისტრაციული გამოცდილებისთვის, მდგრადი განვითარებისა და ინოვაციური სწავლის მეთოდების მიმართულებით. მით უმეტეს, რომ საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკუკლტეტი ერთ-ერთი პირველია მდრადი განვითარების სასწავლო კურსების დანერგვის საქმეში ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. შესაბამისად ვფიქრობ მიღებული გამოცდილება, ახალი კონტაქტები დაგვეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში" - თამთა მიქაბერიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი.
კვირეულში ასევე მონაწილეობდნენ პროფესორები ნინო პაპაჩაშვილი და მარინე თავართქილაძე. „ მდგრადი განვითარების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაში უნივერსიტეტების როლის გაზრდა მეტად მნიშვნელოვანია და ვფიქრობ აქ მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გავუზიარებთ კოლეგებსა და სტუდენტებს სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში. გარდა ამისა, საინტერესო აღმოჩნდა სწავლების მეთოდებიდან პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების უკეთ გაცნობა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ პრაქტიკაში. კვირეულის ფარგლებში შევხვდით ლილის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლებს, ასევე ათზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტის თანამშრომელს რომლებთანაც ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და აკადემიური თანამშრომლობის გაფართოებაზე" - პროფ. ნინო პაპაჩაშვილი, განვითარების კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
საბაუნის პროფესორები საერთაშორისო კვირეულს Eრასმუს+ IჩM პერსონალის მობილობის პროგრამით სტუმრობდნენ.