
26თებ,2024
საბაუნის პროფესორი კვლევითი გრანტით გერმანიაში იმყოფებოდა
თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი ვაჟა ვარდიძე KAAD-ს კვლევითი სტიპენდიით გერმანიაში იმყოფებოდა და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში.
ერთი წლის განმავლობაში პროფ. ვაჟა ვარდიძემ კვლევითი საქმიანობის პარალელურად ლექცია-სემინარების ციკლი გამართა მასპინძელ უნივერსიტეტში, რელიგიის ფილოსოფიისა და თეოლოგიური ჰერმენევტიკის მიმართულებით. მოხსენებები შეეხებოდა თეოლოგიის პირველფილოსოფიური დასაბუთების მოდელებს, მის ჰერმენევტიკულ და სისტემატურ საფუძვლებს. ასევე ავტორიტეტის თეოლოგიურ გაგებას, მის ეპისტემოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ მნიშვნელობას. მან ასევე რამდენიმე ლექცია ჩაატარა ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგის უნივერსიტეტში რელიგიის ისტორიის საკითხებზე, სადაც პროფესორმა ისაუბრა პოსტსაბჭოურ რელიგიურობაზე, მის გენეზისზე, გამოვლენისა და განვითარების ფორმებზე.
პროფესორ ვარდიძის კვლევის თემა ეხებოდა თეოლოგიური და ფილოსოფიური ჰერმენევტიკის საკითხებს.
KAAD (კათოლიკური აკადემიური გაცვლითი სამსახური) ეს არის სასტიპენდიო ფონდი, რომელიც აფინანსებს სტუდენტებისა და მკვლევარების მობილობას გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ორგანიზაციებში. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და KAAD-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საბაუნის პერსონალსა და დოქტორანტებს შეუძლიათ მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდიებით სარგებლობა.