
16იან,2024
საბაუნის სადოქტორო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2023–2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე: სამართალი, საჯარო მმართველობა და თეოლოგია.
საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით, 10:00 - დან 19:00 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართზე: კ. ქუთათელაძის ქ. №3;
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება უცხო ენის (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული) გამოცდისა და სადოქტორო მიმღებ კომისიასთან გასაუბრების საფუძველზე. დოქტორანტურასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება დოქტორანტურის დებულებით.
დოქტორანტობის კანდიდატის უნივერსიტეტში პირველადი მიღება და რეგისტრაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
• ადმინისტრაციული რეგისტრაცია,
• უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ჩაბარება,
• ხელშეკრულების დადება,
• აკადემიური რეგისტრაცია.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
- შევსებული განაცხადი აპლიკაცია (რომელიც დოქტორანტობის კანდიდატს შეუძლია მიიღოს უნივერსიტეტში ან/და ჩამოტვირთოს);
- კონკურსანტის რეზიუმე (CV);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 1 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საზღვარგარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, აღიარების დოკუმენტი);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული უცხო ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
შენიშვნა: სერტიფიკატის აღიარების წესი განსაზღვრულია შესაბამისი პროგრამით;
შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენისაგან თავისუფლდება დოქტორანტობის კანდიდატი, თუ სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს შესაბამის უცხო ენაზე.
შენიშვნა: დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში, უნივერსიტეტს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
- ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, ირიცხება თუ არა პირი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;
- დოქტორანტობის კანდიდატის მიერ დარგობრივი სადისერტაციო კოლეგიის შემადგენლობიდან შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელობის კანდიდატის რეკომენდაცია (შუამდგომლობა) და სადისერტაციო თემის საკუთარი ხედვა (კვლევის პროექტი), რომელიც უნდა მოიცავდეს კვლევის საგნის აქტუალურობისა და საკითხის მნიშვნელობის დასაბუთებას, ასევე, ნაშრომის სავარაუდო სათაურს, მიახლოებით სტრუქტურასა და საორიენტაციო ბიბლიოგრაფიას;
- 2 სარეკომენდაციო წერილი, რომელთაგან ერთი უნდა იყოს აკადემიური, ხოლო მეორე - სამსახურებრივი;
- ცნობა სამუშაო ადგილისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ.
შენიშვნა: განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში სამეცნიერო პუბლიკაციების და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული მასალების ასლები.
მიღების პროცედურა:
- ტესტირება უცხო ენაში (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) (არ ეხება მათ, ვინც საერთაშორისო სერტიფიკატის საფუძველზე გათავისუფლებულია გამოცდისგან ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს შესაბამის უცხო ენაზე.) – 2024 წლის 25 იანვარი;
- დარგობრივი გამოცდა თეოლოგიაში - 2024 წლის 25 იანვარი;
- ტესტირების შედეგების გამოქვეყნება - 2024 წლის 26 იანვარი;
- აპელაციაზე განცხადებების მიღება - 2024 წლის 26 იანვრის 16:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის მონაკვეთში;
- აპელაციის განხილვა და შედეგების გამოცხადება - 2024 წლის 26 იანვრის 19:00 საათამდე;
- გასაუბრება სადოქტორო მიმღებ კომისიასთან - 2024 წლის 30 იანვარი;
- საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - 2024 წლის 30 იანვარი;
- ხელშეკრულების დადება დოქტორანტურის კანდიდატებთან - 2024 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით;
- ჩარიცხვის ბრძანების მომზადება - 2024 წლის 5 თებერვალი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: phd@sabauni.edu.ge