05ივნ,2025
საბაუნიში განვითარების კვლევების მიმართულებით მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
2025 წლის 29 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და განვითარების კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდა მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია განვითარების კვლევებში, თემაზე: „4E4W: ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ეთიკური და განათლების ტრანსფორმაციები კეთილდღეობისთვის“.
კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა პანელებში მონაწილეობა მიიღეს 6 ქვეყნის 20-მდე პროფესორმა პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის საქართველოდან, იტალიიდან, ნორვეგიიდან, ბულგარეთიდან, სლოვენიიდან, უკრაინიდან. კონფერენციის მთავარი თემები მოიცავდა მდგრად განვითარებას, ციფრულ ტრანსფორმაციას, განათლების ინოვაციურ მოდელებს, გარემოს დაცვასა და ეთიკურ გამოწვევებს თანამედროვე სამყაროში.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორმა, აკაკი ჭელიძემ, პრორექტორმა, პროფესორმა დიმიტრი გეგენავამ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამთა მიქაბერიძემ და განვითარების კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნინო პაპაჩაშვილმა.
კონფერენციის მთავარი (Keynote) მოხსენება წარადგინა პროფესორმა განდოლფო დომინიჩიმ (Gandolfo Dominici) — ბიზნესის მეცნიერებათა ლაბორატორიის (BSLab) სამეცნიერო დირექტორმა, პალერმოს უნივერსიტეტიდან (იტალია). მისი მოხსენება შეეხებოდა მდგრადი მოხმარების მიმართ მომხმარებელთა წინააღმდეგობის ფენომენს და ე.წ. „მწვანე აჟიოტაჟის“ მიღმა არსებულ რეალობას. ასევე განვითარების კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნინო პაპაჩაშვილმა, თემაზე - მდგრადი განვითარებისთვის ზრუნვის კატალიზატორები.
კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მკვლევრები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. ღონისძიება წარმატებით შედგა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას განვითარებისა და განათლების სფეროში.