
21აგვ,2025
საერთაშორისო კონგრესი მიგრაციის პოლიტიკის შესახებ
29 აპრილს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესს, რომელიც მიეძღვნა მიგრაციის პოლიტიკისა და სამართლებრივი რეაგირების თანამედროვე გამოწვევებს.
კონგრესი წარმოადგენდა უნიკალურ აკადემიურ პლატფორმას, რომელმაც გააერთიანა წამყვანი მეცნიერები, პოლიტიკის შემმუშავებლები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან — ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან და საქართველოდან.
კონგრესის ძირითადი თემები იყო:
- მიგრაციის პოლიტიკის შედარებითი ანალიზი;
- სამართლებრივი რეაგირება და ადამიანის უფლებები;
- საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები;
- მიგრაციის გავლენა რეგიონულ განვითარებასა და სტაბილურობაზე;
- საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი.