21ივლ,2026
სამართლის პროფესორის ვიზიტი პაზმანი პეტერის უნივერსიტეტში
სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, სიმონ ტაკაშვილი აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით ბუდაპეშტში, პაზმანი პეტერის კათოლიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ტაკაშვილმა ლექციები ჩაატარა შრომითი სამართლისა და სანივთო სამართლის მიმართულებით. „საინტერესო იყო საერთაშორისო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა და ლექციების ჩატარება, რადგან მათ ჰქონდათ ქართული სამართლის სისტემის და შრომის ბაზრის გაცნობის საკმაოდ დიდი ინტერესი. ამასთან, საინტერესო იყო სამართლებრივი მიდგომებზე პარალელების გავლება სანივთო სამართლის სფეროშიც. ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა უნგრელი კოლეგის მიერ ჩემს მიერ ჩატარებული ლექციის შემდეგ სტუდენტთა პრეზენტაციების ჩაბარების ფორმა. როგორც ჩანს ლექტორმა მისცა დავალება არამხოლოდ სამართლებრივად ეკვლიათ საკითხები, არამედ კვლევაში ჩაერთოთ სხვა სტუდენტებც. ამან პრეზენტაცია უფრო ცოცხალი, ინტერაქტიული და საინტერესო გახადა“ - სიმონ ტაკაშვილი.
ლექციების გარდა სიმონ ტაკაშვილი შეხვდა უნგრელ კოლეგებს, რომლებთანაც ისაუბრა დარგში მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე. დაიგეგმა შრომის სამართლის ლექტორთან ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობა და საერთაშორისო კონფერენციებში მოწვევა/მონაწილეობა. პროფესორ ტაკაშვილის ვიზიტი განხორცილედა Erasmus+ KA171 აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში 2026 წლის 4-8 მაისს.