30აპრ,2026
საზოგადოებრივი ჩართულობის პროექტები სკოლებში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ანტიდისკრიმინაციული ცენტრისა და ორბელიანის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა გასვლითი ღონისძიებები თბილისისა და ქუთაისის სკოლებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა აქტივობებს უძღვებოდნენ. ღონისძიებები მოიცავდა საჯარო ლექციებს თანასწორობასა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე, ასევე, პერსონალურ მონაცემებსა და მათი დაცვის აუცილებლობას. შეხვედრები ინტერაქციული ხასიათისა იყო და სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები დისკუსიაში. შეხვედრების მიზანი ერთი მხრივ სკოლის მოსწავლეებში აღნიშნული თემატიკის ირგვლივ ცნობიერების ამაღლება, ხოლო მეორე მხრივ, საბაუნის სტუდენტებში საზოგადოებრივი ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება დამოხალისეობრივი სულისკვეთების გაღრმავება.
ღონისძიებები ჩატარდა Erasmus+ KA2 პროექტის “Enhancing Capacities for Sustainable Community Engagement: Cases of Georgia and Sierra Leone”, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღრმავება.