
26აგვ,2025
სოფო ნადირაძის Erasmus+ მობილობა პალაცკის უნივერსიტეტში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებლი ასისტენტი, სოფო ნადირაძე პერსონალის მობილობის პროგრამით ჩეხეთში, პალაცკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო ინკლუზიურობისა და თანაბარი შესაძლებლობების თემაზე გამართულ საერთაშორისო კვირეულში.
სოფო ნადირაძემ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი ვორკშოპებისა და ტრენინგების მიღმა, სამუშაო შეხვედრები გამართა პალაცკის უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტებთან: სპეციალური /ინკლუზიური განათლების დეპარტამენტთან, ფსიქოლოგიის დეპარტამენტთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან.
„ამ პროექტში ოცდაერთი ქვეყნის უნივერსიტეტების პროფესორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალთან შეხვედრამ ლოკალური გამოწვევების ვერტმფრენის ხედით დანახვის საშუალება მომცა: ჩვენი უნივერსიტეტის გამოწვევები ნეირო და/ან კულტურულად მრავალფეროვანი სტუდენტების საჭიროებების მართვასთან დაკავშირებით არ არის უნიკალური და ლოკალური. მასშტაბური რესურსების მქონე უნივერსიტეტებიც ცდილობენ იპოვონ პასუხი მსგავს გამოწვევებზე, რაც ცხადყოფს გლობალურ ტენდენციას - უმაღლესი საგანმანათელბებლო დაწესებულებები გადიან ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას, რათა შექმნან ინკლუზიური და ყველასათვის მისაწვდომი საგანმანათლებლო გარემო და პროცესი. ამ მობილობამ დამარწმუნა, რომ ჩვენ ვართ ამ გლობალური ცვლილების ნაწილი და რაც მთავარია, ვმუშაობთ სწორი მიმართულებით“- სოფო ნადირაძე.
ერთკვირიანი ინტენსიური პროგრამა და სამუშაო შეხვედრები დაეხმარა მონაწილეებს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების იდენტიფიცირებაში, ასევე, მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია IDEB (Inclusion, Diversity, Equity, Belonging) პრინციპების შესწავლისა და Fair University კონცეფციის ანალიზის შესახებ. ტრენინგები ასევე ეხებოდა ხელმისაწვდომობის ტექნოლოგიების კვლევას. პროგრამის მონაწილეები ასევე გაეცნენ სპეციალური საჭიროების სტუდენტების მხარდამჭერი ცენტრის მუშაობის პრინციპებს.
სოფო ნადირაძის მობილობა 2025 წლის 2-6 ივნისს განხორციელდა და სრულად დაფინანსებული იყო Erasmus+ KA171 პროგრამის მიერ.