05თებ,2017
STAR პროექტის საორიენტაციო შეხვედრა მასარიკის უნივერსიტეტში
2017 წლის 5 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით საბაუნის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ირაკლი ცხადაძე და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვნელი, გვანცა აბდალაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩეხეთის ქალაქ ბრნოში, მასარიკის უნივერსიტეტში, სადაც გაიმართა Erasmus+ KA2 პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის, „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, დამატებითი რესურსები სქართველოსა და ჩინეთისათვის“ საორიენტაციო შეხვედრა.
შეხვედრაზე პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს გააცნეს პროექტით გათვალისწინებული აქტივობები და მათი წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო გზები.
პროექტის მიზანია ევროპელი პარტნიორების დახმარებით შემუშავდეს სწავლების მეთოდი, რომელიც სტუდენტზე იქნება ორიენტირებული და თავსებადი იქნება ქართული და ჩინური განათლების სისტემებისათვის. ასეთი მიდგომა ინოვაციურია საქართველოსათვის.
პროექტში ჩართულია 3 ქართული (საბაუნი, საქართველოს უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდი უნივერსიტეტი), 5 ჩინური უნივერსიტეტი, ჩეხეთის, ბულგარეთი, პორტუგალიისა და დანიის უნივერსიტეტები.
პროექტი დაიწყო 2016 წლის 15 ოქტომბერს და მისი ხანგრძლივობაა 3 წელი.