20მაი,2026
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მორიგი წარმატება
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების სალომე გოგბერაშვილის, ნინო ლაცაბიძისა და შორენა გოგიაშვილის ერთობლივი კვლევა - “AI in English Language Teaching at Higher Education Institutions in Georgia: Usage, Training Gaps, and Institutional Support” გამოქვეყნდა მაღალი გავლენის მქონე, Q1 სტატუსის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში JALT CALL Journal, რომელიც სკოპუსის ბაზაშია ინდექსირებული.
კვლევა ეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინგლისური ენის სწავლების პროცესში. ნაშრომში მიმოხილულია AI-ის გამოყენების არსებული პრაქტიკა, პროფესიული გადამზადების საჭიროებები და ინსტიტუციური მხარდაჭერის მექანიზმები.
კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გამოწვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია აკადემიური პერსონალის AI-კომპეტენციების განვითარებასთან, ასევე უნივერსიტეტებში შესაბამისი პოლიტიკისა და მხარდაჭერის სისტემების ფორმირებასთან.
აღსანიშნავია, რომ სტატია ღია წვდომისაა და მისი სრულად გაცნობა შესაძლებელია ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე: JALT CALL Journal — Full Article