17აპრ,2026
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტების წარმატება: სტატია Scopus-ის საერთაშორისო ბაზაში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლა წარმატებით აგრძელებს მენტორინგის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობასა და მათი სამეცნიერო პოტენციალის რეალიზებას.
პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, სიმონ ტაკაშვილის მენტორობით, სამართლის სკოლის დოქტორანტებმა: თინათინ ფეიქრიშვილმა, სალომე კობერიძემ და გიორგი ჩიკვილაძემ ერთობლივი ნაშრომი გამოაქვეყნეს.
სტატია სახელწოდებით: "The Scope of Piercing the Corporate Veil in a Limited Liability Company in Georgia: A Comparative Analysis of German and Georgian Law" დაიბეჭდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში - Review of European and Comparative Law, რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის პრესტიჟულ ბაზაში.
კვლევა ეხება კორპორაციული ფარდის შეღწევის ფარგლებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში (შპს) და წარმოადგენს გერმანული და ქართული სამართლის შედარებით ანალიზს. აღნიშნული საკითხი აქტუალურია თანამედროვე საკორპორაციო სამართლისთვის და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული სამართლებრივი დოგმატიკის განვითარებაში.
მნიშვნელოვანია: სტატია ღია წვდომისაა, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს კვლევის შედეგებს.
სტატიის სრულად წასაკითხად ეწვიეთ ბმულს: Review of European and Comparative Law - Full Article