
27თებ,2025
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიებზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო!
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიების შერჩევის პროცესი დაიწყო. უნივერსიტეტი ზრუნავს სტუდენტების მოტივაციაზე და აკადემიური მოსწრებისა და აქტივობებში ჩართულობის წახალისების მიზნით დადგენილი წესების შესაბამისად გასცემს სტიპენდიებს.
სტიპენდიატების გამოვლენა მოხდება 2 კრიტერიუმის მიხედვით:
აკადემიური მოსწრება – მაქსიმუმ 65 ქულა. აქედან 35 ქულა ეთმობა ინგლისურ ენაში მიღებულ შეფასებას, ხოლო დანარჩენი 30 ქულა - სხვა სასწავლო კურსებში მიღებულ შეფასებებს.
კურიკულუმსგარე აქტივობები – მაქსიმუმ 35 ქულა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო, სოციალურ და სხვა სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობას.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის გაცემის წესთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე :https://www.sabauni.edu.ge/ka/content/studentebistvis/stipendiebi
მსურველებმა ფორმა უნდა შეავსოთ 6 მარტის ჩათვლით.
ყურადღებით გაეცანით ფორმას და აუცილებლად მიამაგრეთ აქტივობების დამადასტურებელი სერტიფიკატები შესაბამის პუნქტს - ფორმატით (Zip File).
შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ მხოლოდ 2024-2025 წლის საშემოდგომო სემესტრში განხორციელებული აქტივობები.
წარმატებას გისურვებთ!