
10მარ,2025
ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ინგლისური პროგრამის ხელმძღვანელმა, შორენა გოგიაშვილმა წარმატებით იმუშავა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას საქართველოში.
პროფესორი ხელმძღვანელობდა იურიდიული ინგლისურის სპეციალიზებული მოდულის შექმნას, რომელიც სამართლის სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული ინგლისური ენის კომპეტენციებით აღჭურვავს. ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იურიდიული განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციისთვის.
პროექტი Consulting Services for Promoting the Internationalization of Higher Education საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს (MESY) მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება
მოდულები შემუშავდა I2Q პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. მათზე იმუშავა საერთაშორისო ტენდერით შერჩეულმა საკონსულტაციო კომპანიამ – UCL Consultant, საკონსულტაციო კომპანია Savvy business -თან თანამშრომლობით.
პროექტის ფარგლებში, შემუშავდა სხვადასხვა მიმართულების ინგლისურენოვანი სასწავლო მოდულები, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
მოდულები განკუთვნილია საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის: ბმული