07ნოე,2024
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომის პირველი დაცვა გაიმართა.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომის პირველი დაცვა გაიმართა.
დოქტორანტმა მაკა ფარცვანიამ წარადგინა დისერტაცია თემაზე: „განახლებადი ენერგიის ბაზარზე სახელმწიფოს კონტროლის სამართლებრივი ფარგლები“.
ნაშრომის თანახელმძღვანელები იყვნენ პროფესორი დიმიტრი გეგენავა და პროფესორი მიხალ დომაგალა (ლუბლინი, პოლონეთი).
სადისერტაციო კოლეგია საბაუნის პროფესორებისა და მოწვეული ექსპერტებისგან შედგებოდა.
დისერტაციამ უმაღლესი შეფასება Summa Cum Laude დაიმსახურა და სადისერტაციო საბჭოს რეკომენდაციით, მონოგრაფიად გამოიცემა.