02ოქტ,2024
თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ მონაწილეობა რიგით 24-ე საერთაშორისო კონფერენციაში „ქრისტიანების როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში“, რომელიც პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში გაიმართა მიმდინარე წლის 20-21 სექტემბერს.
ორდღიანი კონფერენცია, რომლის თემა იყო „ევროპის ახალი სახე“, ოთხ თემატურ პანელად იყო დაყოფილი, სადაც მოწვეულმა ექსპერტებმა, პოლიტიკოსებმა და ეკლესიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საზოგადოებისათვის საჭირო ისეთ თემებზე, როგორიცაა სეკულარიზაცია, მიგრაცია და მიმდინარე ომი უკრაინაში.
საბაუნის პროფესორმა მონაწილეობა მიიღო პანელში „მიეჩვია ევროპა ომს?“ სადაც დიდი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის მხარდაჭერის მნიშვნელობას უკრაინელი და არა მარტო უკრაინელი ხალხის მიმართ.
მუდმივმოქმედი კონფერენციის პროგრამის ნაწილს შეადგენდა დაჯილდოების ცერემონია „IN VERITATE“, რომელიც გაიცემა ეპისკოპოს თადეუშ პიერონეკის ფონდის მიერ ევროპული და ქრისტიანული ღირებულებების ერთმანეთთან დაახლოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2024 წლის ჯილდო გადაეცათ ბელგიის ყოფილ პრემიერ მინისტრს (2008-20 09) და ევროპული საბჭოს ყოფილ პრეზიდენტს (2009-2014), ჰერმან ვან რომპეის და პოლონეთის ყოფილ პრემიერ მინისტრსა (1997-2001) და ევროპარლამენტის პრეზიდენტს (2009-2012), პროფესორ იეჟი ბუჟეკს.
კონფერენციის დასაწყისში მონაწილეებს მიესალმნენ, ეპისკოპოსს თადეუშ პიერონეკის ფონდის ბოდრის პრეზიდენტი, რაფალ ბუდნიკი, ევროპარლამენტის ევროპის სახლხო პარტიის ვიცე თავმჯდომარე, ანდჯეი ჰალიცკი, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის პოლონური დელეგაციის ვიცე თავმჯდომარე, ადამ იარუბასი, ევროკავავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალური მდივანი, მანუელ ბარიოს პრიეტო და რობე შუმანის ფონდის წარმომადგენელი, იან ოლბრუხტი.