
02ივლ,2025
სტუდენტებისა და აფილირებული პერსონალის სტატიები პოლონურ ჟურნალში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აფილირებული პერსონალის სტატიები გამოქვეყნდა პოლონურ ჟურნალში.
კრებული შეიქმნა საერთაშორისო კვლევითი პროექტის, დემოკრატიის საფრთხეები: ნაციონალიზმი, პოპულიზმი, ექსტრემიზნი და ქრისტიანობის პასუხი მათზე,
ფარგლებში მომზადებული სტატიებით. საერთაშორისო კვლევითი პროექტი, რომელიც დემოკრატიის საფრთხეებისა და გამოწვევების კვლევას დაეთმო, 2022 წლის დეკემბერი - 2023 წლის ივნისის დროის შუალედში განხორციელდა სამ ეტაპად, პოლონეთში (კრაკოვი), გერმანიასა (ჰერდორფი) და საფრანგეთში (პარიზი). აღნიშნული პროექტი განხორციელდა კრაკოვის იოანე პავლე მეორის სახელობის პონტიფიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი), სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა (საქართველო) და ერფურტის უნივერსიტეტის (გერმანია) ორგანიზებით.
საერთაშორისო კვლევითი პროექტის მიზანი იყო:
- დემოკრატიის საფრთხეების, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემატიკის აქტუალიზაცია და მისი პრობლემის წარმოჩენა თეოლოგიურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ, კულტურულ და ეკონომიკურ ასპექტებში;
- მოცემული პროცესების გაანალიზება პოზიტიურ და ნეგატიურ ჭრილში საქართველოში, პოლონეთში, გერმანიასა და უნგრეთში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით;
- საერთაშორისო საზოგადოებაში სტუდენტების/ახალგაზრდა მკვლევრების სამეცნიერო-კვლევით პროექტში ჩართვა და უფრო სიღრმისეულად დაინტერესება
- პროექტის მონაწილეთა უცხო ქვეყნის ისტორიის, პოლიტიკური და რელიგიური თავისებურებების შესწავლა/შემეცნება და ინტერკულტურული ურთიერთობების დამყარება.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა კრაკოვის იოანე პავლე მეორის სახელობის პონტიფიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი), სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა (საქართველო) და ერფურტის უნივერსიტეტის (გერმანია) ორგანიზებით.
ბმული :https://shorturl.at/gJigN