
21ივლ,2020
ვებინარი: ევროპული სპორტის სამართალი - შეთავაზებები საქართველოს
21 ივლისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა ბასკეთის სახელიმწიფო უნივერსიტეტთან, ბასკეთის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კვლევით ჯგუფთან და ესპანეთის სპორტის სამართლის ასოციაციასთან ერთად უმასპინძლა ონლაინ ვებინარს: „ევროპული სპორტის სამართალი - შეთავაზებები საქართველოს“, რომლის მიზანია სპორტის სამართლის განვითარება და პოპულარიზაცია კავკასიის რეგიონში.
ონლიან შეხვედრის ფარგლებში მოხსენებით წარდგნენ კარლოს მესამის უნივერსიტეტის (მადრიდი, ესპანეთი) საჯარო სამართლის პროფესორი და ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის კვლევითი პროექტის „სპორტის სამართალში საკონსულტაციო სერვისები“ ხელმძღვანელი, კარმენ პერეს გონსალესი და პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტის (ბარსელონა, ესპანეთი) სამართლის ფილოსოლფიის პროფესორი, სპორტის ფილოსოფიის ესპანური და ლათინური ასოციაციების პრეზიდენტი, ხოსე ლუის პერეს ტრივინო. საქართველოს მხრიდან მოხსენებით გამოვიდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების განყოფილების უფროსი სპეციალისტი, თეო ბარამიძე.
ვებინარს მოდერატორობდა საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი გორაძე.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.