
20თებ,2025
ვიზიტი ხორვატიის კათოლიკურ უნივერსიტეტში
2025 წლის 20 თებერვალს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაცია ხორვატიის კათოლიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში საბაუნის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს მიმღები უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლებთან და Erasmus+ პროგრამების კოორდინატორებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, საერთო პროექტებზე და მომავალ შესაძლებლობებზე. ინფორმაციების გაცვლის შემდეგ, გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო მიმართულება, სადაც შეიძლება უნივერსიტეტებმა ითანამშრომლონ, კონკრეტულად კი, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები, სტუდენტებისა და პერსონალიც გაცვლითი პროგრამები (როგორც ერასმუს+, ასევე ინდივიდუალური), სასწავლო ვიზიტები და სამეცნიერო აქტოვობებში ჩართულობა (კონფერენციები, კვლევები).
საბაუნის წარმოადგენდნენ პრორექტორი, პროფესორი დიმიტრი გეგენავა, საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, შორენა პარუნაშვილი და ანტიდისკრიმინაციული ცენტრის ხელმძღვანელი და ასისტენტი, ცისია ოქროპირიძე.
ხორვატიის კათოლიკურ უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: Erasmus+ ინსტიტუციური კოორდინატორი, პროფესორი ზორან ტურცა, სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, ლუკა შეშო და ისტორიის ფაკულტეტის პროფესორი, ჰროვიე კეკეში. შეხვედრა ორგანიზებული იყო, მობილობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალექსანდრა გეჩევიჩის მიერ.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტი წლებია თანამშრომლობენ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში.