17იან,2024
საბაუნის სადოქტორო სკოლის მიღება
2024 წლის 10 იანვარს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, საბაუნის სადოქტორო სკოლის მიღება გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო, რომ დოქტორანტები არაფორმალურ გარემოში შეეკრიბა და მიეცა საშუალება ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია თავისუფლად გაეზიარებინათ. მათ განსაკუთრებულ მოგონებებს ერთად მოუყარეს თავი და მოემზადნენ იმ რთული, თუმცა სასიამოვნო მიზნის მისაღწევად, რასაც საბაუნის დოქტორანტობა წარმოადგენს.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში აქტიურია შემდეგი სამი სადოქტორო პროგრამა:
თითოეული დარგი პრაქტიკისა და თეორიის აქტუალურ საკითხებზე სიღრმისეული სამეცნიერო ანალიზის, შედეგზე ორიენტირებული კვლევის და ახალი ცოდნის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. პროგრამების მიზანია დინამიკურ გამოწვევებზე ორიენტირებული მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის მომზადება.
მიღების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.