27ოქტ,2026
მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი საზოგადოებები“
ადგილი:სულხან -საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
განთავსების თარიღი:11/05/2026
2026 წლის 27 ოქტომბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „გარდამავალ ეტაპზე მყოფი საზოგადოებები'' 2026 წელს უკვე მესამედ უმასპინძლებს.
კონფერენციის ძირითადი იდეა:
საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე ყოველწლიურად გარდამავალ ეტაპზე მყოფი საზოგადოების გამოწვევების ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან განხილვა,შესაძლებლობას გვაძლევს, გავაანალიზოთ პოლიტიკურ კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიული და უახლესი გამოცდილება, ევროპის უსაფრთხოების, ახალი მსოფლიო დღის წესრიგის პერიპეტიები და ამასთანავე, საზოგადოების განწყობებზე, ქცევებზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მოქმედი სოციალური თუ სხვა ფაქტორების გავლენა. ამავდროულად, საქართველოსა და მსოფლიოში საგანმანათლებლო სისტემების ტრანსფორმაციის რთული პროცესები თავისთავად აჩენს საჭიროებას გაანალიზდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პრაქტიკების განვითარებადი როლი და მნიშვნელობა მდგრადობის, სამოქალაქო იდენტობისა და სოციალური კოჰეზიის განმტკიცებაში. ერთობლივად, ეს პერსპექტივები ნათელყოფს საზოგადოებათა ჩამოყალიბებასთან, კონფლიქტის დინამიკასთან, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და გარდამავალ საზოგადოებებზე სოციალური, კულტურული და ინსტიტუციური ფაქტორების ფართო გავლენასთან დაკავშირებულ ტენდენციებს.
კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები
- პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების პანელი,
- ფსიქოლოგიისა და ანთროპოლოგიის პანელი;
- განათლების მეცნიერების პანელი
კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი მიესალმება მოხსენებებს, რომელბიც კვლევებსა და პრაქტიკაზე დაყრდნობით, წარმოადგენენ უახლეს სამეცნიერო მიგნებებს, გაანალიზებენ მსოფლიოში, რეგიონსა და საქართველოში არსებულ აქტუალურ გამოწვევებს; წამოჭრიან პრობლემების პრევენციისა და ინტერვენციის გზების/საშუალებებს.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სოციალური მეცნიერებების (პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოციოლოგია,ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია და განათლების მეცნიერებები) მიმართულების პროფესორებს, ახალგაზრდა მეცნიერებს, დოქტორებსა და დოქტორანტებს.
კონფერნციის ჩატარების ადგილი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი,
კალისტრატე ქუთათელაძის ქ. N 3
კონფერენციის ფორმატი: შერეული ფორმატით, ჰიბრიდულად (უპირატესად ადგილზე,თუმცა შესაძლებელია ონლაინაც).
კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური
კონფერენციაში მონაწილეობისთვის არ არის დაწესებული გადასახადი და ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი
გამოქვეყნების შესაძლებლობები:
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი ნაშრომები განსახილველად გადაეცემა სარეცენზიო კომისიას, ხოლო განხილვისა და დადებითად შეფასების შემდეგ გამოქვეყნდება შემდეგ ჟურნალებში:
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური ჟურნალი ,,ორბელიანი''
- კონფერენციის ნაშრომების კრებული/ჟურნალი
კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის შემადგენლობა:
1. Professor Giorgi Tavadze (Sulkhan-saba Orbeliani University)
2. Associate Professor Tamar Kobuladze (Sulkhan-saba Orbeliani University)
3. Associate Professor Piotr Musiewicz (Jesuit University Ignatianum in Krakow)
4. Associate Professor Bernadeta Lelonek-Kuleta (John Paul II Catholic University of
Lublin)
5. Associate professor Renáta Sedláková (Palacký University Olomouc, Department of
Communication Studies)
6. Dr. Dana Fenton (Lehman College, USA)
7. Associate Professor Maia Manchkhashvili (Georgian Technical University)
8. Associate Professor Avtandil Jokhadze (Sulkhan-saba Orbeliani University)
9. Associate Professor Ivan Okromchedlishvili (Sulkhan-saba Orbeliani University)
10. Associate Professor Tea Kamushadze (GIPA - Georgian Institute of Public Affairs)
მნიშვნელოვანი თარიღები:
1 სექტემბერი - აბსტრაქტის გამოგზავნა და ელ. რეგისტრაცია
10 სექტემბერი - შეტყობინება/პასუხი აბსტრაქტის მიღების შესახებ
27 ოქტომბერი - კონფერენცია
1 თებერვალი, 2027 - ნაშრომის წარდგენა გამოსაცემად
კონფენერციაში მონაწილეობის სარეგისტრაციო ფორმა